SOLKAV მთავარი კონტაქტი: 43 2743 20150 საქართველო: ალექს მიქაბერიძე +995 555 163 163 ელ.ფოსტა: geosolar.ge@gmail.com
მომხმარებლისთვის ღიმილისმომგვრელია, როდესაც იყენებს თბილ წყალს და ამავე დროს ზოგავთ სოლიდურ თანხას, რაც SOLKAV - Solarabsorder_ის დამსახურებაა. SOLKAV_ის დახმარებით თქვენი საცურაო აუზი ემსგავსება ხმელთაშუაზღვისპირეთს!
გათბობის გარეშე, ყველაზე ძვირადღირებული საცურაო აუზიც კი ვერ იქნება გამოყენებული ოპტიმალურად. პირობითად, საცურაო აუზის გასათბობად, სეზონზე გჭირდებათ დაახლოებით 1000 ევრომდე. ეს მოქმედებს თქვენს ბიუჯეტსა და გარემოზე.
SOLKAV მზის გათბობის სისტემით არის ყველაზე ეკონომიური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებაა, რადგან მთლიანი მზის ენერგიის ორი მესამედი მაისიდან სექტემბრამდე (ზუსტად საცურაო პერიოდში) ხელმისაწვდომია ჩვენთვის.
საცურაო სეზონი ჩვეულებრივ მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ამ დროის განმავლობაში (დაახლოებით
150 დღე) გაუთბობელ წყალს, გარე პირობებში, 20 ° C ტემპერატურის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 120 დღე წყალს დასჭირდება ხელოვნურად გათბობა, იმისათვის რომ მიაღწიოს იდეალურ ტემპერატურას 23 ° C - 28 ° C.
იმის გამო, რომ SOLKAV_ის მზის გათბობის სისტემები 20 წლის განმავლობაში ამტკიცებდა თავის ხარისხს და კმაყოფილს ტოვებდა მომხმარებლებს. SOLKAV_ის მზის ენერგიის კოლექტორი ანაწილებს ტემპერატურას ისე, რომ იღებთ მინიმალურ დანახარჯს სხვა სისტემებისგან განსხვავებით, რომლებსაც აქვთ წებოვანი ზედაპირი, SOLKAV _ის მზის გათბობის სისტემა არ აზიანებს და სრულყოფილად ერგება ნებისმიერი ტიპირ სახურავისა და კედლის ზედაპირს.
ამორტიზაციის პერიოდი 3-5 წელი
აბსოლუტურად ყინვაგამძლე - მხოლოდ კოლექტორის მილებს ჭირდება ზამთარში დაცლა
არ საჭიროებს დამატებით თბომიმომცვლელებს, საცურაო აუზები მდგრადია ნორმალური კონცენტრატების შემცველი ქიმიკატების მიმართ
მსუბუქი წონა, მხოლოდ 6 კგ / მ 2 (სავსე) და არანაირი დატვირთვა თქვენს სახურავზე
ადაპტირებული ნებისმიერი ტიპის სახურავზე. სახურავზე დაწებების შემთხვევაში არ არსებობს სახურავის დაზიანების რისკი.
ხელმისაწვდომია ყველა ზომაში
კოლექტორისა და საცურაო აუზის ტემპერატურა იზომება სპეციალური სენსორით და საკონტროლო პანელზე ხდება მათი ერთმანეთთან შედარება, როცა კოლექტორის ტემპერატურა მაღალია საცურაო აუზის ტემპერატურაზე, 3 არხიანი ელექტრო სარქველი ირთვება და გაფილტრული წყალი გადააქვს გამათბობელ სისტემაში და ბრუნდება უკან საცურაო აუზში. თუ არასაკმარისი მზის გამოსხივებაა ან აუზზე წინასწარ დაყენებული ტემპერატურაა, ელექტროძრავის სარქველი ირთვება და აუზის წყალი მხოლოდ იფილტრება.
SOLKAV _ის კლასიკური მზის ენერგიის მიმღები პანელი
SOLKAV 3 არხიანი ძრავის სარქველი ან ცირკულაციის ტუმბო (5 მ-ზე მეტი დონის სხვაობით)
SOLKAV ელექტრონული საკონტროლო პანელი ტემპერატურის სენსორის ჩათვლით
პროფესიონალური ინსტალაცია და ექსპლუატაცია გამოცდილი პერსონალის მიერ
მზის ენერგიის მიმღები პანნელი დამზადებულია მაღალი ხარისხის, ვულკანიზებული
ეთილენ-პროპილენ-დიენ-მონომერები (EPDM), რომლებსაც აქვს მართკუთხა წებოვანი ნაპირები. კონვერტაციის ფაქტორის შედეგი ETA (η0) 93,7% გატესტილია ÖNORM M7720- ის საფუძველზე და დასტურდება ტესტის სერტიფიკატით. ასეთი სისტემების პროდუქტიულობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე (ადგილმდებარეობა, მზის გამოსხივება, ნაწილობრივი დაჩრდილვა მაგ. ხეების მიერ და ა.შ.).
მზის ენერგიის მიმღები დაფა მდგრადია ნორმალური კონცენტრაციის საცურაო აუზების წყლის გამწმენდი საშუალებების მიმართ. EPDM მზის ენერგიის მიმღები დაფა მდგრადია
-50-დან 180 ° C- მდე.
მზის ენერგიის მიმღები პანელი მონტაჟდება სახურავზე და ეწებება შესაბამის ზედაპირს. ამისათვის საჭიროა სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც დამოკიდებულია სახურავის დიზაინზე.
EPDM მზის ენერგიის მიმღები პანელი ინტეგრირებულია წინასწარ გამზადებულ გახვრეტილ PVC_ს მილებში, Norton- ის საყრდენის გამოყენებით, რომელიც დამზადებულია მაღალი ხარისხის PTFE_სგან. ამ ტიპის კავშირი იძლევა საშუალებას დიდი ძალისხმევის გარეშე გამოიცვალოს კონკრეტული მარყუჟები დაზიანების შემთხვევაში. დაზიანების (მაგ., კვერნის ნაკბენის) გამოსწორება მარტივადაა შესაძლებელი სარემონტო კომპლექტების გამოყენებით.
სითბოს გადაცემა ხდება (მაგ.საცურაო აუზის წყალი) მზის ენერგიის მიმღები პანელის მეშვეობით და უშუალოდ გამოიყენება შეწოვილი სითბური ენერგია.
ა) მზის ენერგიის მიმღები პანელები გამოიყენება საცურაო აუზის წყლის გასათბობად. აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენება, როგორც კერძო ასევე კომერციული აუზებისთვის.
ბ) სითბოს ტუმბოს დანადგარებით წყლის გათბობა.
კომპანიის რეკვიზიტები | მონაცემთა დაცვა